Tags » ჯარისკაცი

რას ნიშნავს იყო "ჯარისკაცი"

ვინმეს თუ გასჩენია ოდესმე კითხვა, თუ რას ნიშნავს იყო ჯარისკაცი?!…
არ ვიცი იქნე ეს ბუნების დაუწერელი კანონია, ან იქნებ უბრალოდ ჩემი ნააზრევი, მაგრამ როდესაც ხარ ჯარისკაცი, ყოველ წუთს უნდა იყო მზად სიკვდილისთვის. სიკვდილს უნდა დაუმეგობრდე, არა უფრო სწორად მასზე ძლიერი უნდა გახდე და როცა თვალებში ჩახედავ, არ უნდა შეგეშინდეს მისი.
უმნიშვნელო პიროვნება საერთოდ არ არსებობს, ყველა ადამიანიერთნაირად მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის, ყველას თავისი საქმე აქვს გასაკეთებელი და ეს ყველაფერი განსხვავებულთა ერთობლიობა უნდა იყოს და არა თანაბართა დაპირისპირება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ეს პირიქითაა..
რაც შეეხება ქვეყანას, თუ ის ძლიერი არ არის, მას სხვა ძლიერი დაიმორჩილებს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება.
ქვეყნის სიძლიერის ერთერთ მნიშვნელოვანი კომპონენტი კი ჯარია. ჯარი რათქმაუნდა ვერ იარსებებს თუ არ იქნებიან ჯარისკაცები. ნეტავ რას ფიქრობენ ეს ერთი შეხედვით მშვიდი ბუნების არსებები, რომელთა სხეულში რკინის გული სძგერს და ადუღებული სისხლი სჩქეფს?!…ზოგი ალბათ ვერც აცნობიერებს რაოდენ დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ნებისმიერ წამს..
სხვების აზრს თუ არ გავითვალისწინებ, თამად ვიტყვი რომ, ჯარისკაცს პირველ რიგში ძლიერი ფსიქიკა და გამძლე ნერვები უნდა ჰქონდეს, რადგან საჭირო დროს და ადგილას თავისი მისია პირნათლად შეასრულოს…
და კიდევ ერთი რიტორიკული შეკითხვა, რა არის ჯარისკაცისთვის ყველაზე მთავარი?!..ზოგმა შეიძლება თქვას იარაღიო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, მთავარი გამბედაობაა,( იმისდა მიუხედავად , რომ ფიზიკური მომზადება და აღჭურვილობა დიდ როლს თამაშობს,) რადგან რაც არ უნდა კარგი იარაღი მისცე მშიშარა ადამიანს, ის ,,არაფრად” ივარგებს თუ არ აქვს გამბედაობა…
იყო ჯარისკაცი ეს არის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესია, იმიტომ რომ სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული სამშობლოსა და თანამემამულეების არსებობა, არ არსებობის საკითხი…
უფალი გფარავდეთ ყველას…

სიკვდილი

შან სა ”ციური მშვიდობის კარიბჭე”

სტატია დაიბეჭდა “The Campus Recorder”-ში

სტუდენტთა საპროტესტო აქცია პოლიტიკოსებმა სათავისოდ გამოიყენეს, ხელისუფლებამ კი დემონსტრაცია სისხლში ჩაახშო. ტყვიებს გადაურჩა 21 წლის გოგონა და ტყეს შეაფარა თავი. მის დასაჭერად ახალგაზრდა ლეიტენანტი გაგზავნეს, რომელმაც გოგონას დღიურები იპოვა და მიხვდა რომ ისიც პოლიტიკოსების მსხვერპლი იყო. ქართველი სტუდენტები ბერ საერთოს აღმოაჩენენ ჩინელ მეამბოხე ეიამეისთან , მით უმეტეს, რომ საპროტესტო აქციები ჩვენი ქვეტყნისთვის უცხო ნამდვილად არაა.

შან სა საინტერესო ლიტერატურული ხერხებით აჩვენებს, თუ როგორ მანიპულირებენ პოლიტიკოსები სტუდენტებით, რამდენად რთულია, როცა ”არეულ-დარეულ დროში იბადები”

”ციური მშვიდობის კარიბჭე” რომანტიკლულ ელემენტებსაც შეიცავს , ეიამეის დღიურებს აუღელბელად ვერ წაიკითხავენ რომანის მოყვარულები

ნაწარმოებს საფუძვლად იდევს 1989 წელს ჩინეთში მომხდარი მოვლენები, რომლიოს მონაწილე თავად ავტორი იყო.

უცხოური ლიტერატურა