უკვე 10 წელია დიეტებს ვიცავ და ამ სფეროში იმხელა გმოცდილება დავაგროვე, როგორც მწარე, ასევე ტკბილი, რომ მზად ვარ პროფესიული რჩვებები გაგიზიაროთ. არაერთი ღამე გამითენებია მშიერს იმაზე ფიქრით, რომ მეორე დილით საჭმელს შევჭამდი, ასევე არაერთი ღამე გაითენებია მაძღარს იმაზე ფიქრით, რომ მეორე დილიდან დიეტას დავიწყებდი. არაერთხელ დამირღვევია ლამის თვითმკვლელობის ტოლფასად დაცული დიეტა და არაერთხელ შემძულებია ჩემი უნებისყოფო თავი ამის გამო. ეს განცდები დიეტებგამოვლილი და წონის პრობლემით გატანჯული ადამიანებისათვის ძალიან ნაცნობია, მაგრამ მათ ვისაც ეს არ გამოუვლიათ, სჯობს ახლავე დაახვიონ ჩემი ბლოგიდან :)

მაშ ასე, თქვენს წინაშეა 10-წლიანი ტანჯვის ფასად დაგროვილი პროფესიული რჩევები: