Tags » სიზმრის ახსნა

  /გიორგი /

მახსოვს, კრისტალების უცნაური განლაგება ჩემს საწოლთან.  პირველ დღეს, ალბათ, ექვსი საათი მეძინა და დილით რომ გავიღვიძე, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ორი ღამე გავიდა.

შემდეგი დღეები ცუდად მეძინა, რადგან ენერგიით ვივსებოდი. ღამე ენერგიით ავსება კი უძილობას იწვევს. ეს მაშინ არ ვიცოდი.

დროთა განმავლობაში ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ვხვდებოდი სხვადასხვა უცნაურ სამყაროებში და ასევე ბუნდოვნად ვგრძნობდი, სად ვიმოგზაურებდი მომავალში.

პირველი ყველაზე რეალური ცუდი გამოცდილება ასეთი იყო: ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მე მივდიოდი სადღაც თბილისთან ახლოს გზაზე, ქალაქს ზევიდან დავყურებდი და დავინახე ფეხბურთის ბურთის ოდენა ვულკანური ქვა პირდაპირ გზის პირას. ქვა სახლში წამოვიღე და ჩემი საწოლის გვერდზე დავიდე, ღამე დავიძინე. დაძინების მომენტიდან ვგრძნობდი ქვიდან მომავალ ძლიერ ვიბრაციებს, ის უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მოვხვდი მაგიურ (ბინძურ) ქალაქში, სადაც ჩონჩხები დადიოდნენ, ირგვლივ სიკვდილი იყო.

ToT-Art

      /თიკო/

მარტოობა

თუ სიზმარში მიგატოვეს, ან მარტოსულად გრძნობთ თავს ეს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს – როგორ იღებთ ცხოვრებაში იმას, რაც გინდათ? ზედმეტად დამოკიდებული ხომ არ ხართ ვინმეზე, ჯგუფზე ან მატერიალურ ფასეულობებზე? რა წარმოადგენს თქვენს საყრდენს? შესაძლოა ეს სიზმარი გამოხატავდეს მარტოობის, მიტოვების, უარყოფის შიშს. თავს დაუცველად გრძნობთ, არასაიმედო ურთიერთობები გაშფოთებთ. გეშინიათ არ მოგატყუონ, არ დაგკარგონ.

შესაძლოა ის ბავშვობაში მიღებული სტრესის ანარეკლიც იყოს, თუკი ასეთი არსებობს. ან უბრალოდ გჭირდებათ მეტი ყურადღება იმ ადამიანებისგან, ვინც ვალდებულია თქვენზე იზრუნოს.

სიზმარი/ასტრალი