Tags » ბროკოლი

დამარინადებული ბროკოლის სალათი

 ბროკოლი ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია. თუმცა დიდხანს დამუშავება და ზედმეტი “ზეწოლა” არ უყვარს. მე ბროკოლის მოყვარულთა რიგებიდან ვარ და ამიტომ, ხშირად ვამზადებ კერძებს ამ ინგრედიენტით. კულინარული მუზა და მადა ერთად მოდიან ხოლმე და რამე გემრიელის გაკეთებას მაიძულებენ. ეს სალათიც ასე მომზადდა. ძალიან გემრიელია, ძალიან ხრატუნა, არომატული და ფერადი. აუცილებლად მოამზადეთ.

შემადგენლობა:

  1. ბროკოლი _ 1 მომცრო თავი ( 300 გრამამდე);
  2. სტაფილო _ 1-2 მოზრდილი;
  3. ბულგარული წითელი _ 2 ც;
  4. წითელი ხახვი _ 1 თავი;
  5. მწვანე ხახვი _ 2-3 ღერო;
  6. ოხრახუში _ პატარა კონა;
  7. ქინძი _ პატარა კონა;
  8. ნიორი;
  9. წიწაკა ნედლი _ გემოვნებით და სიცხარის სიყვარულის მიხედვით :)
  10. სოიოს სოუსი _ 2 ს/კ;
  11. თეთრი ღვინის ძმარი _ 1 ჩ/კ;
  12. შავი პილპილი  და მარილი _ გემოვნებით;

მომზადება:

 ბროკოლი დაანაწილეთ ყვავილედებად, სტაფილო და ბულგარული დაჭერით გრძელ ნაჭრებად. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი, დაუწიეთ ცეცხლს და ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო. 5 წუთში ამოიღეთ ქაფქირით (ოდნავ უნდა შერბილდეს), შემდეგ, ჩაყარეთ ბროკოლი და 2-3 წუთში (როდესაც ხასხასა ფერს მიიღებს და ოდნავ შერბილდება) ისიც ამოიღეთ. დაჭრილი ბულგარული ჩაყარეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი, სოიოს სოუსის ნაწილი და ოდნავ ასრისეთ ხელით. დაამატეთ ბროკოლი და სტაფილო, სანამ ცხელია ( წყალი არ შეაყოლოთ). დააჭერით მწვანილები, ნიორი, მწვანე და წითელი ხახვი, წიწაკა. შემდეგ, მოასხით დარჩენილი სოიოს სოუსი, ძმარი, დაამატეთ პილპილი და მარილი და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ 15 წუთს და მზად არის. დამიჯერეთ, ძალიან გემრიელია. სახლში, ჟიურის წევრებმა დადებითად შემიფასეს. :D

გემრიელად მიირთვით!

მარტივი

ბოსტნეულის ცხელი სალათი

 ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაც გინდათ, მაგრამ ბოლომდე არ იცით რა. მერე კიდევ, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაქვთ მაცივარში და თაროებზე, იწყებთ მზადებას. :)

მარტივი

ცილების დიეტა - კარგი შედეგი, თუმცა... :)

ცილების დიეტაზე ძალიან ბევრი მსმენოდა, მაგრამ იმის გამო, რომ კონკრეტული დიეტების დაცვას, რაღაც პერიოდი, თავს ვარიდებდი, მაინც გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს დიეტა. მანამდე, ინტერნეტის საშუალებით, უამრავი ინფორმაცია მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ, ზედმიწევნით, მხოლოდ 5 დღე შეიძლება ამ დიეტის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს.

დიეტა

ქათმის ხორცი ბოსტნეულით

როცა სამსახურში კაფეტერია შვებულებაში გადის, წესით, ისღა დამრჩენია, თავად მოვიმზადო მეორე დღისთვის საუზმეც, სადილიც და ხანდახან ვახშამიც :D თუმცა, რამდენად ვახერხებ ამას – ეს უკვე ცალკე საკითხია.

ამიტომ, ჩემი სამსახურის მენიუ ძირითადად რძის პროდუქტებითა და ხილით შემოიფარგლება, მაგრამ ხორცისადმი ჩემი ნეიტრალური დამოკიდებულების მიუხედავად, ხანდახან ესეც საჭიროა. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ, მაცივარში შემორჩენილი ცოტა ბოსტნეულისა და ქათმის ხორცით სახელდახელო კერძი მოვიმზადე (სახელდახელო მხოლოდ იმიტომ, რომ ქათმის შეწვაზე ჩემს მისვლამდე დედამ იზრუნა).

ინგრედიენტები 1 პორციისათვის:

  • 1 ნაჭერი ქათმის ხორცი (შემწვარი, ან მოხარშული)
  • 1 ცალი პატარა წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა)
  • 1 ტოტი ბროკოლი
  • 1 პატარა პომიდორი
  • 3-4 ცალი სოკო
  • 1 ცალი ხახვი
  • მარილი, ხმელი ორეგანო (1/2 ჩაის კოვზი)
  • ცოტა ზეთი მოსაშუშად
  • წითელი წიწაკა (გემოვნებით)

მომზადება:

დიდ ნაჭრებად დაჭერით ხახვი, სოკო, წიწაკა და ბროკოლი. დააწყვეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე და თავდახურულში შუშეთ ცოტა ხანს, საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ ქათმის პატარა ნაჭრები (უმჯობესია დაჭრის ნაცვლად ხელით დაანაწევროთ, სიგრძივად), სულ ბოლოს კი კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი, მარილი და ორეგანო. რამდენიმე წუთიც აცალეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხლად, ისე – ცივად. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბოსტნეული იყოს ნახევრადმოშუშული, ასე უფრო ჯანმრთელია და სასარგებლო. ჩემი აზრით – გემრიელიც.

შენიშვნა: ბოსტნეულს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილოც. ამ შემთხვევაში, ორეგანოს ნაცვლად შეგიძლიათ ქარის ინდური სანელებელი (curry) გამოიყენოთ. ქათმის ხორცსაც უხდება და სტაფილოსაც :)

ბოსტნეული

კიში ფილოს ცომით

საერთოდ, კლასიკურ რეცეპტებში კიში ფხვიერი, უშაქრო ცომით კეთდება. მაგრამ ზოგჯერ თავს ცვლილებების შეტანის უფლებაც უნდა მივცეთ. მაგალითად, მშვენიერი ვარიანტია ფენოვანი ცომი! თუმცა ამჯერად უფრო შორს წავიდეთ და ფილოს ცომი ვცადოთ :)

5-6 (ან ცოტა მეტიც) ფურცელი ფილოს ცომი

ზეთი ან გამდნარი კარაქი ცომის ფენებს შორის წასასმელად

შიგთავსი:

100 გ ბროკოლი,

1 ნაჭერი ქათმის ფილე, მოხარშული

100-150 გ ქამა სოკო

ხახვი სურვილით

სოუსი:

200 გ ნაღები 20 % (ან თუ არ გაქვთ, არაჟანი)

2 კვერცხი

მუსკატის კაკალი და შავი პილპილი გემოვნებით

მარილი

გახეხილი ყველი

ფორმაში ჩავდოთ ფილოს ფურცლები სათითაოდ, თან გადავუსვათ ცხიმი ფუნჯით. ფორმის გარეთ გადაშვერილი ნაწილები შეგვიძლია ჩავუკეცოთ ან სულაც ასე დავტოვოთ.

ბროკოლი 2 წუთით გამოვატაროთ მარილიან მდუღარე წყალში, შემდეგ გადავწუროთ.

დაჭრილი სოკო შევბრაწოთ  ხახვთან ან მის გარეშე

ქათმის ფილე კი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.

ეს ყველაფერი გავანაწილოთ ცომის ზედაპირზე.

მოვამზადოთ სოუსი: ხელის სათქვეფით კარგად შევურიოთ კვერცხი, ნაღები, შავი პილპილი და მწიკვი მარილი. ჩავახეხოთ ცოტა მუსკატის კაკალი. სოუსი მოვასხათ ცომზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

თუ ყველზე ცოტაოდენ საფანელს მოვაფრქვევთ, უფრო ხრაშუნა ქერქი ექნება.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-30 წთ, სანამ ცომი მოიბრაწება.

ცომეული

პასტა ბოსტნეულით და არაჟნით

ერთხელ იტალიურ სამზარეულოზე გადაცემას ვუყურებდი, სადაც თქვეს, რომ მაკარონის ნაწარმი სასურველია ბოსტნეულთან ერთად მივირთვათ. ეს ხელს უწყობს მის უფრო ადვილად გადამუშავება-შეთვისებას ორგანიზმის მიერ. ამიტომ თუ ისეთი რეცეპტია, რომელშიც ბოსტნეული არ გამოიყენება, მარტივ სალათს მაინც ვუმზადებ ხოლმე გარნირად. დღევანდელ რეცეპტში პასტა ბროკოლით და სოკოთია. ორივე ძალიან მიყვარს და ხშირად ვამზადებ.

ორი ულუფისთვის გამოვიყენე ეს ინგრედიენტები რასაც ფოტოზე ხედავთ

1/2 პაკეტი  სპაგეტი

1 თავი ხახვი

ქამა სოკო

მწვანე ხახვი და რამდენიმე ღერი ოხრახუში

200 გ არაჟანი

მარილი, შავი პილპილი

მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი.

პარალელურად,ასევე მარილწყალში 2-3 წუთით წამოადუღეთ ბროკოლი და გადაწურეთ.

ცოტა ზეთში  მოშუშეთ სოკო და ხახვი. მე ავარჩიე მაქსიმალურად წვრილი სოკოები, რომელიც დაჭრის გარეშე მოვამზადე. დაასხით არაჟანი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, ჩაამატეთ გადაწურული (წყალი არ გადაავლოთ) სპაგეტი და ბროკოლი. კარგად ამოურიეთ და დაამატეთ პილპილი, მარილიც, თუ საჭიროა და დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

მარხვის პერიოდში არაჟნის გარეშეც შეიძლება. მაგრამ უფრო გემრიელი რომ იყოს, ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ.   არაჟნის ნაცვლად კი დაბალპროცენტიანი ნაღებიც შეიძლება, უკეთესიც კი იქნება :)

ბოსტნეული

სტაფილოს და ბროკოლის სუპი

ეს სუპი იმ ინგრედიენტებით შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც სახლში მოგეპოვებათ. თუმცა ბროკოლი, მე პირადად, არც ისე ხშირად მაქვს ხოლმე მაცივარში.

ამჯერადაც, სპეციალურად სუპისთვის ვიყიდე, თუმცა, სანამ ბროკოლის სუპის ტრადიციულ რეცეპტს ჩავუჯდებოდი და ინგრედიენტებით შევავსებდი, მაცივარი გამოვაღე და რაც ხელში მომხვდა, გამოვალაგე:

ბოსტნეული