Tags » მეანობა

ტკივილის შემცირება მშობიარობის დროს

რომელი მედიკამენტები გამოიყენება მშობიარობის პერიოდი ტკივილის შესამცირებლად?
ძირითადად არსებობს ტკივილის შემსუბუქებისათვის ორი ტიპის წამლები: 1) ანალგეტიკები და 2) ანესთეტიკები. ანალგეტიკები ამცირებენ ტკივილის შეგრძებასა კუნთების მოძრაობის დაკარგვის გარეშე. ისინი ამცირებენ ტკივილს მაგრამ არ იწვევენ სრულ გაუტკივარებას. ანესთეტიკები იწვევენ სრულ ბლოკადას და გაუტკივარებას.

მეანობა

წელის ტკივილი ორსულობისას

რა იწვევს წელის ტკივილს ორსულობის დროს?
წელის ტკივილს ორსულობის მრავალი შესაძლო მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირად მას იწვევს წელის(უკანა) კუნთების დაჭიმვა. ორსულობის შუა ვადაზე ორსული საშვილოსნო იზრდება ზომაში და მძიმდება, შესაბამისად გრავიტაციის ცენტრი იცვლება და სხეულის პოზა ვერტიკალურ მდგომარეობაში იცვლება. ორსული ქალების უმეტესობა ორსულობის ბოლო თვეებში დგომის დროს გადახრილია უკან, რაც იწვევს ხერხემლის უკან კუნთების შედარებით ძლიერად მუშაობას და მათ ტკივილს.

მეანობა

როგორ იზრდება ბავშვი ორსულობის პერიოდში

როგორ იწყება ორსულობა?
განაყოფიერება, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა-გაერთიანება, არის ორსულობის როგორც მრავალეტაპიანი და რთული პროცესის დასაწყისი. განაყოფიერება ხდება ფალოპის მილში. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილიდან მიემართება საშვილოსნოსკენ, ღრუში მოხვედრის შემდეგ ემაგრება მის ლორწოვან შრეს და იზრყებს ზრდას.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი რომელიც მიაღწევს საშვილოსნომდე და ფიქსირდება საშვილოსნოს კედელზე, შემდგომში ნაყოფად და პლაცენტად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას, ამარაგებს მას ჟანგბადით, საკვები ნივთიერებებითა და ჰორმონებით რომელიც გამომუშავდება დედის ორგანიზმში.

მეანობა