Tags » დეკორი

კასა ფაუცინოს დიდი აფეთქების თეორია

ამ გამაოგნებელი შენობის არქიტექტორისთვის შთაგონების წყარო დიდი აფეთქების თეორია გახდა – Casa Faustino-ს კონსტრუქცია მართლაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სახლი ფეთქდება.

სახლის არქიტექტურა და დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ დიდიე ფაუცინოს, რომელიც ერთ-ერთია პროექტ Solo Houses-ში მონაწილე 12 არქიტექტორიდან. 6 more words

ფოტო

პატარა ლამაზი სახლი შვეიცარიის ალპებში

Vorstadt 14 —  შვეიცარიის ალპების პატარა სოფელ ცუგში მდებარე არაჩვეულებრივი სახლია, სადაც უბრალოებისა და კომფორტის ატმოსფეროა გამეფებული.

ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაღლილი დაბრუნდე და სულიერად დაისვენო, წამოწვე და საათობით იკითხო წიგნი, ბუხრის წინ მჯდომმა მიირთვა ცხელი ჩაი ან უბრალოდ დატკბე ულამაზესი ხედით. 

ამ პატარა ლამაზი რეზიდენციის რესტავრაციის პროექტი შექმნა არქიტექტურულმა სტუდიამ Roger Stussi. ინტერიერის დიზაინი მოიცავს როგორც ტრადიციულ ელემენტებს, ისე თანამედროვე დეკორს, რაც ამ ზღაპრულ ადგილს სიმყუდროვეს და სიმშვიდის შეგრძნებას მატებს.

ფოტო

R.Brant-ის სექსუალური ინტერიერები

ინტერიერის დიზაინერი ბრენტ მაკფარლეინი (Brant McFarlain), როგორც თავად ამბობს, “ყველაზე სექსუალურ დიზაინს” ქმნის.

მაკფარლეინი დიდი ხანია მოდის სამყაროთია გატაცებული, რამაც ინტერიერის დიზაინის სფეროში მისი გემოვნების ფორმირებაზეც მოახდინა გავლენა.

“მე მიყვარს მოდა და სწორედ ის არის ჩემი დიზაინის შთაგონების წყარო. განწყობას ხშირად ფერთა გამის საშუალებით გადმოვცემ, თუმცა რასაც უნდა ვქმნიდე, ჩემს ნამუშევრებს ერთი საერთო ნიშანი აქვს – ჩემი ინტერიერები ყოველთვის სექსუალურია!” – ამბობს მაკფარლეინი.

“ჩემი ყოველი პროექტის მთავარი მიზანია ინტერიერი მოდური და მიმზიდველი იყოს”, – აღნიშნავს დიზაინერი.

ჩრდილოეთ ტექსასის უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მაკფარლეინი კერძო კომპანიებში ლეო დელაისთან და მორისონ მერფისთან მუშაობდა, შემდეგ კი დიზაინერის კარიერა დამოუკიდებლად გააგრძელა და საკუთარი სტუდია – R.Brant შექმნა.

მაკფარლეინის კომპანია კლიენტების ფართო სპექტრთან მუშაობს – ქმნის როგორც კერძო რეზიდენციების, ისე ოფისების დიზაინს.

დაათვალიერეთ ინტერიერის დიზაინის საუკეთესო ნიმუშები R.Brant-ის პორტფოლიოდან.

ფოტო

მაიკლ ჯექსონის და მერაია ქერის პროდიუსერის რეზიდენცია

ჰემპტონსში მდებარე ამ ლამაზი დასასვენებელი სახლის მფლობელი წარმატებული პროდიუსერი სენდი გელინია.

გელინი წლების განმავლობაში მერაია ქერისთან და მაიკლ ჯექსონთან მუშობდა, მუსიკალურ ინდუსტრიაში კარიერის დასრულების შემდეგ კი ინტერიერის დიზაინით დაინტერესდა.

სენდი გელინის პირველი პრაქტიკა საკუთარი სახლების დიზაინის პროექტების შექმნა იყო. მისი კუთვნილი სახლების რაოდენობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია – სულ 49 სახლი!

საბოლოოდ დიზაინერულმა იდეებმა გელინი ისე გაიტაცა, 2009 წელს საკუთარი დიზაინის კომპანია გახსნა და განაცხადა, რომ ახლა იგი “სახლების დიზაინის პროდიუსერია”.

ამ პოსტში წარმოგიდგენთ სენდი გელინის ერთ-ერთ რეზიდენციას, რომლის დიზაინის პროექტი, რა თქმა უნდა, მფლობელს ეკუთვნის ;) ;)

ფოტო

არაჩვეულებრივი ავეჯი ბავშვის ოთახისთვის

დახვეწილი გემოვნება და სტილის შეგრძნება ადამიანს ბავშვობიდან უნდა გამოუმუშავდეს – ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ავეჯის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Restoration Hardware თავისი არაჩვეულებრივი საბავშვო კოლექციის შექმნისას. 8 more words

ფოტო

ფეხებიანი სახლი ტბაზე

პროექტი Treehouse Solling გერმანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Baumraum-მა წარმოადგინა.

ეს არასტანდარტული სახლი პატარა ქალაქ უსლარში (გერმანია),  შუა ტყეში, ზედ პატარა ტბაზე დგას. სახლამდე მიმავალ გზაზე, ტყეში კიდევ რამდენიმე პატარა ტბა და მდინარეა.

ფოტო