ვერასოდეს მიხვდებით, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ეძებენ გეი პორნო ფოტოებს ყველაზე ინტენსიურად. რეიტინგის თანახმად, დასავლეთის ყველა თავისუფალი ქვეყნის დიდი გასწრებით, „გეი პორნო ფოტოს“ (Gay sex pics) ძიების ველში ჩაწერა თურმე ყველაზე მეტად კენიაში უყვართ. შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰომოფობიური კანონები და ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაცია ობივატელი ადამიანების ცნობისმოყვარეობაზე გავლენას ამგვარად ჰპოვებს.

კენიას მოსდევს სამხრეთ აფრიკა (ტოლერანტობის იშვიათი ოაზისი აფრიკის კონტინენტზე, თუმცა, ჰომოფობიის ხარისხი აქაც მნიშვნელოვნად მაღალია). შემდეგ მოდის ნიგერია, პაკისტანი, ინდოეთი, ფილიპინები… ყველა ეს ქვეყანა ჰომოფობიის მაღალი ინდექსით გამოირჩევა.

იგივე კენიაში, გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 92%-ზე მეტს ჰომოსექსუალობა მიუღებლად მიაჩნია, ერთსქესიანი სექსუალური აქტისთვის კი 21-წლიანი პატიმრობაა დაწესებული, და მას, ფაქტობრივად, ცოცხალი თავს ვერავინ დააღწევს. ბოლო დროს, ქვეყანაში ახალი კანონპროექტი განიხილება, რომელიც პატიმარი გეების შენახვაზე ეკონომიის გაწევას გულისხმობს. ამიტომ, პატიმრობის ნაცვლად, მათ ჩაქოლვით სიკვდილით დასჯა ელით.